გადმოცემულია ჯუნდუბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: «მე გავიგონე, რომ მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიკვდილამდე...
მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს ალლაჰთან მისი განსაკუთრებული ადგილის შესახებ, რომ მან მიაღწია ალლჰის სიყვარულის უმაღლეს ს...
აბუ ალ-ჰაიაჯ ალ-ასადიმ თქვა: «ერთხელ ალი იბნ აბუ ტალიბმა მითხრა: "ნუთუ არ გინდა გაგზავნო იმით, რითიც მე გამგზავნა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და...
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) გზავნიდა თავის საჰაბებს იმისთვის, რომ არ დაეტოვებინათ არც ერთი "ქანდაკება" - იგულისხმება გამოსახულება სულიერ...
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ მას'უდისგან, (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მოქმედება ცრურწმენ...
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვაფრთხილებს ცრურწმენებისგან, რაც ნიშნავს ცუდ ნიშნებზე დაყრდნობას, რომლებიც ადამიანს შეიძლება მიეწეროს ნანახ...
'იმრან იბნ ჰუსაინი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) თქვა: «ჩვენგან არ არის ის, ვინც ჩიტ...
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) დაემუქრა მას მისი უმეთთიდა იმას, ვინც მაღლა ჩამოთვლილ ქმედებს ჩაიდენდა და თქვა: "არ არის ჩვენგანი". ეს ქმედ...
ანას ბინ მალიქი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «არ არსებობს გადამდები დაავადება თავისთ...
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ის გადამდები დაავადება, რომელსაც ჯაჰილიას დროის ხალხი მიიჩნევდა, თითქოსდა დაავადება თავისთავად...
გადმოცემულია ჯუნდუბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: «მე გავიგონე, რომ მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიკვდილამდე ხუთი დღით ადრე ამბობდა: « ჭეშმარიტად, მე უარს ვამბობ ალლაჰის წინაშე, რომ ავიყვანო რომელიმე თქვენგან ხალილად (სულიერი მეგობარი, დაახლოებული, საყვარელი მეგობარი). უზენაესმა ალლაჰმა ამირჩია მის ხალილად (მეგობრად) ისევე, როგორც იბრაჰიმი აირჩია ხალილად (მეგობრად). და რომ შემეძლოს ჩემი უმმათიდან ხალილის არჩევა, ავირჩევდი აბუ ბაქარს. იცოდეთ, რომ თქვენამდე მყოფი ხალხი თავიანთი წინასწარმეტყველებისა და წმინდა ადამიანების საფლავებს მეჩეთებად აქცევდნენ. ამიტომ არ გადააქციოთ საფლავები მეჩეთებად, მე გიკრძალავთ ამას».
აბუ ალ-ჰაიაჯ ალ-ასადიმ თქვა: «ერთხელ ალი იბნ აბუ ტალიბმა მითხრა: "ნუთუ არ გინდა გაგზავნო იმით, რითიც მე გამგზავნა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)? არ დატოვო არცერთი ქანდაკება დაუშლელი, და არ დატოვო არცერთი მოპირკეთებული (ამაღლებული) საფლავი გაუსწორებელი».
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ მას'უდისგან, (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მოქმედება ცრურწმენების მიხედვით — ეს არის შირქი (თანამოზიარის დადგენა), მოქმედება ცრურწმენების მიხედვით — ეს არის შირქი (თანამოზიარის დადგენა)მოქმედება ცრურწმენების მიხედვით ეს არის შირქი-სამჯერ-»,(შემდეგ აბულლაჰმა თქვა): «ჩვენ შორის არავინ არის, ვისაც მსგავსი აზრები თავში არ უტრიალებს, თუმცა ყოვლისშემძლე და დიადი ალლაჰი გვათავისუფლებს ამ ყველაფრისგან მასზე მინდობით».
'იმრან იბნ ჰუსაინი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) თქვა: «ჩვენგან არ არის ის, ვინც ჩიტების ფრენით იმკითხავა ან ის ვისაც უმკითხავეს (ჩიტების აფრენით), ვინც იმკითხავა ან ვისაც უმკითხავეს, ვინც ჯადო გააკეთა ან მივიდა ჯადოქართან, ვინც მივიდა მკითხავთან და დაიჯერა ის, რასაც ის ამბობს, მან უარყო ის, რაც გარდმოევლინა მუჰამმადს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)».
ანას ბინ მალიქი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «არ არსებობს გადამდები დაავადება თავისთავად და არც ცრურწმენა, თუმცა მე მომწონს ალ-ფა'ლ». ჰკითხეს: "რა არის "ალ-ფა'ლ?" მან უპასუხა: «კარგი სიტყვა».
გადმოცემულია ზაიდ იბნ ხაალიდ ალ-ჯუჰანისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დილით ლოცვა აღასრულა ჩვენთან ერთად ჰუდაიბიაში ღამით მოსული წვიმის შემდეგ. ლოცვის დასრულებისას მიმართა ხალხს და ჰკითხა: "იცით, რა თქვა თქვენმა ღმერთმა?" მათ უპასუხეს: ალლაჰმა და მისი მოციქულმა უკეთ იციან. თქვა: "ჩემი მსახურებიდან დღეს დილას გაიღვიძე, ზოგმა
ჩემს მორწმუნედ და ზოგმა ურწმუნოდ. ვინც თქვა: 'ჩვენ ალლაჰის სიკეთითა და წყალობით წვიმა მოგვივიდა', ის ჩემდამი მორწმუნეა და უარყოფს ვარსკვლავებს. ხოლო ვინც თქვა: 'წვიმა მოვიდა ამა და ამ ვარსკვლავის წყალობით', ის არის ურწმუნო ჩემს მიმართ და მორწმუნე ვარსკვლავების მიმართ."
გადმოცემულია 'უყბა იბნ 'აამირ ალ-ჯუჰანისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): რომ მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოვიდა რამდენიმე ადამიანი, და მან მათგან ცხრისგან მიიღო ერთგულების ფიცი, ხოლო ერთისგან - არა. მათ უთხრეს: "ო, ალლაჰის შუამავალო! შენ ცხრისგან მიიღე ფიცი, მაგრამ ეს ერთი დატოვე?" მან უპასუხა: «ნამდვილად, მასზე არის თილისმა». მაშინ იმ ადამიანმა ხელი გაიწვდინა და თილისმა მოიძრო. ამის შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მისი ფიცი მიიღო და თქვა: «ვინც თილისმა დაიკიდა, მან ალლაჰს თანაზიარი დაუდგინა».
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ მას'უდისგან, რომელმაც თქვა: გავიგონე, რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «შელოცვები, თილისმები და ტივალა (მოჯადოების ან სიყვარულის მოზიდვის ტიპი) — არის ალლაჰთან თანაზიარის დადგენა (შირქი)».
შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზოგიერთი ცოლი გადმოსცემს, რომ მან თქვა: «ვინც მივიდა მკითხავთან და მას რაიმე ჰკითხა, მისი ლოცვა არ იქნება მიღებული ორმოცი ღამის განმავლობაში».
აბდულლაჰ იბნ უმარი (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მან გაიგონა, თუ როგორ თქვა ერთმა კაცმა: „არა, ქააბას ვფიცავ!“ იბნ უმარმა მიუგო: „ალლაჰის გარდა არავინ არ უნდა მოიხსენიოთ ფიცში, რადგან მე გავიგონე შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ვინც დაიფიცა ალლაჰის გარდა სხვაზე, ის ჩავარდა ურწმუნოებაში ან ჩაიდინა შირქი».
გადმოცემულია აბუ მუსა ალ აშ'არისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: «მე ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მივედი აშარიტების ჯგუფთან ერთად. ჩვენ მასთან მივედით, რათა სატრანსპორტო ცხოველები გვეთხოვა. მან კი თქვა: «ვფიცავ ალლაჰს, ვერ მოგცემ სატრანსპორტო ცხოველებს, რადგან არაფერი მაქვს, რომ მოგცეთ». ჩვენ ცოტა ხანს დაველოდეთ, და მასთან მოიყვანეს აქლემები. შემდეგ მან მოგვცა სამი აქლემი. გზად მივდიოდით და ერთმანეთს ვუთხარით: "ალლაჰი არ გვიბოძებს ბარაქას... ჩვენ ხომ ალლაჰის მოციქულთან მივედით სატრანსპორტო ცხოველების სათხოვნელად, და მან დაიფიცა, რომ ვერ მოგვცემს, მაგრამ მოგვცა!" ამის შემდეგ ისევ მივედით მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და ეს ყველაფერი მოვუყევით. მან კი თქვა: «ეს მე არ მოგეცით სატრანსპორტო ცხოველები, არამედ ალლაჰმა მოგცათ. რამდენიც უნდა დავიფიცო, თუ დავინახავ, რომ უკეთესია სხვაგვარად მოვიქცე, შევასრულებ ფიცის გამოსყიდვას და ვაკეთებ იმას, რაც უკეთესად მიმაჩნია».
ჰუზაიფა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ნუ იტყვით: "როგორც ალლაჰმა ინება და ამან", არამედ თქვით: "როგორც ალლაჰმა ინება, და შემდეგ — ამან".»