- აკრძალულია სიტყვა: "რაც ინება ალლაჰმა და ინებე შენ", და ამის მსგავსი სხვა სიტყვები, სადაც არის "და" კავშირი გამოყენებული ალლაჰთან; რადგან ეს არის სიტყვებით ჩადენილი შირქი (მრავალღმერთიანობა).
- ნებადართულია სიტყვა: "რაც ინება ალლაჰმა და შემდეგ ინებე შენ", და ამის მსგავსი სხვა სიტყვები, სადაც ალლაჰთან კავშირის დროს გამოყენებულია (სიტყვა)"შემდეგ" ; რადგან ამით აკრძალვის მიზეზი ქრება.
- ჰადისში დადასტურებულია, რომ ნება ეკუთვნის ალლაჰს, ასევე აღნიშნულია, რომ ადამიანის ნებაც არსებობს, თუმცა ის ექვემდებარება უზენაესი ალლაჰის ნებას.
- ალლაჰის ნება-სურვილში ქმნილებათა შეზიარების აკრძალვა, თუნდაც ეს იყოს მხოლოდ სიტყვიერად.
- თუ ადამიანი დარწმუნებულია, რომ ქმნილების ნება თანაბარია ყოვლისმომცველობითა და აბსოლუტურობით ყოვლისშემძლე და დიადი ალლაჰის ნებასთან, ან ფიქრობს, რომ ადამიანს აქვს დამოუკიდებელი ნება, რომელიც არ ექვემდებარება ალლაჰის ნებას, ეს არის დიდი შირქი(მრავალღმერთიანობა). თუმცა, თუ ის თვლის, რომ ქმნილების ნება ექვემდებარება ალლაჰის ნებას, მაგრამ იყენებს არასწორ გამონათქვამს, ეს ითვლება მცირე შირქად.