- ერთღმერთიანობის და (რელიგიური)მრწამსის და დაცვა ყველაფრისგან, რაც მას აფუჭებს.
- არაშარიათული შელოცვების, თილისმებისა და ჯადოქრობის აკრძალვა.
- თუ ადამიანი დარწმუნებულია, რომ ეს სამი ქმედება (შელოცვები, თილისმები და მოჯადოება) წარმოადგენს მიზეზს, ეს არის პატარა შირქის (მრავალღმერთიანობის) გამოვლინება, რადგან ამით ადამიანი მიიჩნევს მიზეზად იმას, რაც სინამდვილეში არ არის მიზეზი. ხოლო თუ ადამიანი დარწმუნებულია, რომ ამ ქმედებას შუეძლია ზიანის და სარგებლობის მიყენება, ეს უკვე დიდი შირქის გამოვლინებაა.
- გაფრთხილება ისეთი ქმედებებისგან, რომელიც აკრძალულია და მოიცავს შირქს.
- შელოცვის აკრძალვა, რადგანაც ეს არის შირქი, თუ არ ხდება შარიათის გზით.
- აუცილებელია, რომ ადამიანის გული იყოს მიჯაჭვული მხოლოდ ერთადერთ ალლაჰზე, რადგან მხოლოდ მისგან მოდის სარგებელი და ზიანი, და მას არ ჰყავს თანაზიარები. არავინ ანიჭებს სიკეთეს გარდა ალლაჰისა, და არავინ აშორებს ბოროტებას გარდა უზენაესი ალლაჰისა.
- ნებადართული შელოცვა უნდა აკმაყოფილებდეს სამ პირობას: 1. რწმენა იმისა, რომ შელოცვა არის მხოლოდ საშუალება (მიზეზი) და სარგებელ მოაქვს მხოლოდ ალლაჰს. 2. შელოცვა უნდა შედგებოდეს ყურანის წაკითხვისგან, ალლაჰის სახელებისა და თვისებების ხსენებისგან, წინასწარმეტყველური ან სხვა ნებადართული ვედრებებისგან, 3. შელოცვა უნდა იყოს ნათელ (გასაგებ) ენაზე და არ უნდა შეიცავდეს გაურკვეველ სიტყვებს ან შარლატანობას.