- აბუ ბაქრ ას-სიდიყის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ღირსება უზარმაზარია, და ის ითვლება შუამავლის ყველა საჰაბას შორის საუკეთესოდ. ამიტომ ის პირველი ადამიანი იყო, რომელსაც ერგო ხალიფატის მმართველობის გაგრძელების უფლება შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გარდაცვალების შემდეგ.
- საფლავებზე მეჩეთების აღმართვა არის წინა ერების მოუწონარი ქმედებებიდან.
- აკრძალვა საფლავების თაყვანისცემის ადგილებად გადაქცევაზე, რათა მათთან ან მათი მიმართულებით არ შესრულდეს ლოცვები, აგრეთვე აკრძალვა მათზე მეჩეთებისა თუ გუმბათების აშენებაზე, რადგან ეს ყველაფერი მრავალღმერთიანობაში ჩავარდარდნის მიზეზი შეიძლება გახდეს.
- გაფრთხილება მართალ ადამიანებში გადაჭარბებული პატივისცემის გამოვლენისგან, რადგან ამან შეიძლება მრავალღმერთიანობამდე მიგვიყვანოს.
- მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გარდაცვალებამდე ხუთი დღით ადრე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ამ საკითხის სერიოზულობაზე.