გადმოცემულია აბუ ჰურაირასაგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვფიცავ იმას, ვის ხელშიც არი...
მოციქული მუჰამედი (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) ალლაჰით იფიცებს, რომ ამ თემიდან არც ერთი ადამიანი, იქნება ეს ებრაელი, ქრისტიანი თუ ნებისმიერი სხვ...
გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომ მან თქვა: «ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დილით, როცა ის ქვების სრო...
იბნ აბბასი (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) ჰყვება, რომ ის ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად იყო მსხვერპლშეწირვის დღეს, დილას, როც...
აბდულლაჰ იბნ მას'უდისგან გადმოცემულია, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «დაიღუპებიან გადამეტებულნი», და სამჯერ გ...
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს იმათ წარუმატებლობაზე და წაგებაზე, ვინც რელიგიაში და ამქვეყნიურ ცხოვრებაში უკიდურესი სიმკაცრ...
გადმოცემულია ა'დი იბნ ჰაათიმისგან, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «იუდეველები— ისინი არიან, ვისზეც ალლაჰის რისხვა მოვიდა, ხოლო ქრ...
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამცნო, რომ იუდეველები არიან ის ხალხი, რომლებსაც დაატყდათ ალლაჰის რისხვა; რდგან მიხვდნენ სიმართლეს და მისით...
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ ამრ იბნ ალ'აასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: გავიგონე ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას...
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ღმერთმა დაწერა, რაც მოხდება ქმნილებების ბედში დეტალურად, სიცოცხლე, სიკვდილი, საკვები დ...

გადმოცემულია აბუ ჰურაირასაგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვფიცავ იმას, ვის ხელშიც არის მუჰმმედის სული, ნებისმიერი იუდეველი ან ქრისტიანი, რომელიც გაიგონებს ჩემზე, მაგრამ შემდეგ გარდაიცვლება ისე, რომ არ იწამებს იმას, რისთვისაც მოვლინებული ვარ, ნამდვილად იქნება ცეცხლის მობინადრე».

გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომ მან თქვა: «ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დილით, როცა ის ქვების სროლის დღისთვის მთავარ სვეტთან იმყოფებოდა და თავის აქლემზე იჯდა, თქვა: «შემიგროვე ქვები». მე შევუგროვე მას შვიდი ქვა, რომლებიც სროლისთვის შესაფერისი იყო. მან ისინი ხელში აამოძრავა(რათა მტვერი მოეცილა) და თქვა: «ისროლეთ ასეთი ქვები». შემდეგ თქვა: «ო, ხალხო, ფრთხილად იყავით რელიგიაში გადაჭარბებისგან, რადგან ნამდვილად, თქვენამდე მცხოვრებნი რელიგიაში გადაჭარბებამ დაღუპა!»

აბდულლაჰ იბნ მას'უდისგან გადმოცემულია, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «დაიღუპებიან გადამეტებულნი», და სამჯერ გაიმეორა ეს.

გადმოცემულია ა'დი იბნ ჰაათიმისგან, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «იუდეველები— ისინი არიან, ვისზეც ალლაჰის რისხვა მოვიდა, ხოლო ქრისტიანები — გზიდან აცდენილნი არიან».

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ ამრ იბნ ალ'აასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: გავიგონე ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ღმერთმა დაწერა ქმნილებათა ბედი, სანამ ცებს და დედამიწას შექმნიდა, ორმოცდაათი ათასი წლით ადრე და თქვა: "რომ მისი ტახტრევანი იყო წყალზე».

გადმოცემულია აბულლაჰ ბინ მას'უდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): "ალლაჰის ჭეშმარიტმა და სანდო მოციქულმა მუჰამედმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: „ჭეშმარიტად, თითოეული თქვენგანი თავის დედის მუცელში ფორმირდება ორმოცი დღე და ღამე, შემდეგ ამავე ხნის განმავლობაში რჩება შედედებული სისხლის სახით, შემდეგ ამავე ხნის განმავლობაში რჩება ხორცის პატარა ნაჭრის (მუდღის) სახით. შემდეგ მისკენ იგზავნება ანგელოზი, რომელსაც ეძლევა ბრძანება ჩაწეროს ოთხი რამ: მისი განგება, სიცოცხლის ხანგრძლივობა, მისი საქმენი და იქნება თუ არა ის ბედნიერი ან უბედური, შემდეგ ჩაბერავს მასში სულს. ნამდვილად, თითოეული თქვენგანი შეიძლება აკეთებდეს სამოთხის ბინადართა საქმეებს, სანამ არ დარჩება სამოთხემდე მხოლოდ ერთი იდაყვის მანძილი, შემდეგ კი შესრულდება ის, რაც მასზე იყო დაწერილი, და ის დაიწყებს ჯოჯოხეთის ბინადართა საქმეების შესრულებას და შევა ჯოჯოხეთში. ასევე, ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება აკეთებდეს ჯოჯოხეთის ბინადართა საქმეებს, სანამ არ დარჩება ჯოჯოხეთამდე მხოლოდ ერთი იდაყვის მანძილი, შემდეგ კი შესრულდება ის, რაც მასზე იყო დაწერილი, და ის დაიწყებს სამოთხის ბინადართა საქმეების შესრულებას და შევა სამოთხეში.“

იბნ მას'უდისგან გადმოცემულია, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «სამოთხე უფრო ახლოსაა თითოეულ თქვენთაგან, ვიდრე თქვენი ფეხსაცმლის თასმები, და ჯოჯოხეთიც მის მსგავსად(ახლოსაა მასთან)».

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჯოჯოხეთი დაფარულია ვნებებით, სამოთხე კი - უსიამოვნებებით».

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «როდესაც ალლაჰმა შექმნა სამოთხე და (ჯოჯოხეთის) ცეცხლი, მან გააგზავნა ჯიბრილი (მშვიდობა მას) სამოთხეში და უთხრა: „დაინახე ის და ის, რაც მოვამზადე მისი მკვიდრებისთვის.» ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის მშვიდობა და კურთხევა მას) თქვა: „(ჯიბრილი) მივიდა იქ, დაინახა სამოთხე და ის, რაც ალლაჰმა მოამზადა მისი მკვიდრებისთვის.» ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის მშვიდობა და კურთხევა მას) თქვა: „(შემდეგ ჯიბრილი) დაბრუნდა ალლაჰთან და თქვა: „ვფიცავ შენს სიდიადეს, ვინც კი მოისმენს სამოთხის შესახებ, მასში შევა!“ მაშინ ალლაჰმა ბრძანა, და სამოთხე გარშემორტყმული გახდა იმით, რაც ადამიანურ სულს არ უყვარს, შემდეგ უთხრა (ჯიბრილს): „დაბრუნდი და დაინახე ის, რაც მე მოვამზადე მისი მკვიდრებისთვის». ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის მშვიდობა და კურთხევა მას) თქვა: „(ჯიბრილი) დაბრუნდა და დაინახა, რომ სამოთხე გარშემორტყმული იყო იმით, რაც არ უყვარს ადამიანურ სულს, შემდეგ დაბრუნდა ალლაჰთან და თ ქვა: „ვფიცავ შენს სიდიადეს, ახლა მე მეშინია, რომ მასში არავინ შევა!» შემდეგ ალლაჰმა უთხრა: დაბრუნდი და დაინახე (ჯოჯოხეთის) ცეცხლი და ის, რაც მე მოვამზადე მისი მკვიდრებისთვის». როდესაც მივიდა და დაინახა, რომ ცეცხლის ერთი ნაწილი მეორეზე იყო ამხედრებული, შემდეგ დაბრუნდა ალლაჰთან და თქვა: „ვფიცავ შენს სიდიადეს, ვინც კი მოისმენს მის შესახებ, მასში არ შევა!» შემდეგ ალლაჰმა უბრძანა და ცეცხლი გარშემორტყმული გახდა ვნებებით, შემდეგ უთხრა (ჯიბრილს): «დაბრუნდი მასთან» და ის დაბრუნდა მასთან, და შემდეგ როცა უკან მობრუნდა თქვა: „ვფიცავ შენს სიდიადეს, მე მეშინია, რომ არავინ გადაურჩება მას და უთუოდ შევა მასში".

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: „თქვენი ცეცხლი მხოლოდ ერთ-ერთია სამოცდაათი ნაწილიდან გეენას ცეცხლისა." უთხრეს მას: „ო, ალლაჰის მოციქულო, ჩვენთვის ჩვენი ცეცხლიც საკმარისი იქნებოდა." მან თქვა: „ის უფრო მეტია კიდევ სამოცდაცხრა ნაწილით, რომელთაგან თითოეული ისეთივე ცხელი და მწვავეა, როგორც ეს ცეცხლი".

აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: მოვისმინე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ალლაჰი ხელით დაიჭერს (მთელ) დედამიწას და თავის მარჯვენა ხელით შეჰკრავს ცას, შემდეგ იტყვის: ‘მე ვარ მეფე! სად არიან ამქვეყნიური მეფეები?»

გადმოცემულია მორწმუნეების დედა აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: «მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შემოვიდა ჩემთან, და მე გადავაფარე ჩემს სათავსოს ფარდა, რომელზეც გამოსახული იყო ცოცხალი არსებების გამოსახულებები. როცა მან ეს დაინახა, ფარდა თავისი ხელით ჩამოხსნა, სახე შეიცვალა და თქვა: «ო, აიშა! განკითხვის დღეს ყველაზე მკაცრად დაისჯებიან ის ადამიანები, ვინც ცდილობენ შექმნან მსგავსი ალლაჰის ქმნილებისა». აიშა ამბობს: «ჩვენ ის გავჭერით და მისგან ერთი ან ორი ბალიში გავაკეთეთ».