Explanation
იბნ მას'უდმა თქვა: "ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვიამბო, და ის არის სანდო თავის ნათქვამში, და მყარი სიმართლეში, რადგან უზენაესი ალლაჰისგან არის დამოწმებული." მან თქვა: თითოეული თქვენგანის შექმნა ხდება შემდეგნაირად: როცა მამაკაცი შედის სიახლოვეში თავის მეუღლესთან, მისი გაფანტული თესლი ქალის საშვილოსნოში გროვდება ორმოცი დღის განმავლობაში თხევადი წვეთის (სასქესო სითხის) სახით. შემდეგ იგი ხდება სქელი შედედებული სისხლი, და ეს ხდება მეორე ორმოცი დღის განმავლობაში. შემდეგ იგი ხდება ხორცის ნაჭერი, იმდენად პატარა, როგორც გაღეჭილი ხორცი, ეს ხდება მესამე ორმოცი დღის განმავლობაში, შემდეგ ალლაჰი წარგზავნის მასთან ანგელოზს, რომელიც ჩაბერავს მას სულს მესამე ორმოცი დღის დასრულების შემდეგ. ანგელოზს ეძლევა ბრძანება, რომ დაწეროს ოთხი რამ: სარჩო, ანუ რამდენი სიკეთე ექნება ბოძებულო მას თავისი სიცოცხლის განმავლობაში. სიცოცხლის ხანგრძლივობა — ანუ რამდენ ხანს დარჩება იგი ამქვეყნად. მისი ქმედებები, რა ქმედება იქნება? იქნება იგი უბედური თუ ბედნიერი. შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაიფიცა, რომ ადამიანი აკეთებს სამოთხის მცხოვრებლების საქმეებს, და მისი ქმედებები იქნება მართალი, ანუ გარეგნულად ეს ქმედებები ასე გამოჩნდება ხალხისთვის, და ის ასეთ მდგომარეობაში იქნება მანამ, სანამ მას და სამოთხეს შორის მხოლოდ ერთი იდაყვის მანძილი არ დარჩება, ანუ ისე, თითქოს მას და სამოთხეს შორის დარჩენილი იქნება მხოლოდ ერთი იდაყვის მანძილი მიწამდე. მაშინ მოხდება ის, რაც მისთვის წინასწარ განსაზღვრულია წიგნში, და ის დაიწყებს ჯოჯოხეთის მცხოვრებლების საქმეების კეთებას, დატოვებს სამყაროს ასეთ მდგომარეობაში და შევა ცეცხლში. რადგან მისი ქმედებების მიღების პირობა არის ის, რომ იგი იყოს მტკიცე მათ შესრულებაში და არ შეცვალოს ისინი. სხვა ადამიანები აკეთებენ ჯოჯოხეთის მცხოვრებლების საქმეებს, სანამ არ აღმოჩნდებიან მის შესვლასთან ახლოს, ისე, თითქოს მათსა და ჯოჯოხეთში შესვლას შორის დარჩენილი იყოს მხოლოდ ერთი იდაყვის მანძილი მიწამდე. მაშინ მოხდება ის, რაც მისთვის წიგნში განსაზღვრულია, და ის დაიწყებს სამოთხის მცხოვრებლების საქმეების შესრულებას და შევა სამოთხეში.