Explanation
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ როდესაც ალლაჰმა შექმნა სამოთხე და ჯოჯოხეთი, უთხრა ჯიბრილს ღმერთის მშვიდობა მას: წადი და შეიხედე მასში, წავიდა და შეიხედა მასში, შემდეგ დაბრუნდა, ჯიბრილმა თქვა: „ო, უფალო, ვფიცავ შენს სიდიადეს, ყველა, ვინც მოისმენს სამოთხის შესახებ და იმ ნეტარებების, პატივისა და მადლის შესახებ, რაც მასშია, აუცილებლად მოისურვებს მასში შესვლას, დაუღალავად იშრომებს და შეასრულებს შესაბამის საქმეებს მის მისაღწევად". შემდეგ ალლაჰმა სამოთხე ყველა მხრიდან გარშემორტყა იმით, რაც მიუღებელია ადამიანური სულისთვის — სირთულეებით, რომლებიც ხელს უშლიან ბრძანებების შესრულებას და აკრძალვებისგან თავის არიდებას. ის, ვისაც სურს სამოთხეში მოხვედრა, უნდა გადალახოს ეს ადამიანური სულისთვის საძულველი სირთულეები. შემდეგ უთხრა დიდებულმა და ყოვლისშემძლე ალლაჰმა: ო ჯიბრილ! წადი და შეხედე სამოთხეში, მის შემდეგ რაც გარშემოარტყა სირთულეები, წავიდა და შეხედა მას, შემდეგ დაბრუნდა და თქვა: ო, ღმერთო ჩემო ვფიცავ დიდებას შენსას, მეშინია რომ მასში ვერავინ შევა სირთულეებისა და სიძნლეების მიზეზით, რომელიც მისკენ მიმავალ გზაშია. როდესაც ალლაჰმა შექმნა ჯოჯოხეთი უთხრა: "ო, ჯიბრილ! წადი და შეიხედე მასში, წავიდა და შეხედა მას, შემდეგ ჯიბრილი მოვიდა და თქვა: ო, უფალო, ვფიცავ შენს სიდიადეს, ყველა, ვინც მოისმენს, რა ხდება ჯოჯოხეთში — ტანჯვა, ტკივილი და წამება, არ მოისურვებს იქ მოხვედრას და შეეცდება, რომ აარიდოს თავი ყველა იმ მიზეზს, რომელიც მას იქამდე მიიყვანს. შემდეგ ყოვლისშემძლე და დიადმა ალლაჰმა ჯოჯოხეთი ვნებებითა და სიამოვნებებით გარშემოარტყა და მათით გაავსო გზა, რომელიც მასთან მიდის, შემდეგ კი უთხრა ჯიბრილს: "წადი და შეხედე მას". წავიდა და შეხედა ჯიბრილმა მას, შემდეგ დაბრუნდა და თქვა: ო, ღმერთო დიდება შენდა შევშინდი და ავღშფოთდი, რომ ვირავინ გადარჩება მისგან; იმის მიზეზით, რაც არის მის ირგვლივ გარშემორტყმული ვნებებით და სიამოვნებებით.