- მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წინასწარმეტყველობის ერთ-ერთი მტკიცებულება არის მისი წინასწარმეტყველებები მომავლის მოვლენებზე და ის, რომ ეს მოვლენები ზუსტად ისე მოხდა, როგორც მან ამაზე ამცნო.
- არ შეიძლება მოუწონარი საქმეების მიმართ კმაყოფილება და მასში მონაწილეობა, აუცილებელია მისი დაგმობა.
- თუ მართველები გააკეთებენ ისეთ რამეს, რაც შარიათს ეწინააღმდეგება არ შეიძლება მათზე მორჩილება ამაში.
- არ შეიძლება მუსლიმთა მმართველების წინააღმდეგ აჯანყება, რადგან ეს იწვევს უფრო დიდ ბოროტებას, სისხლისღვრას და უსაფრთხოების დაკარგვას. მოთმინების გამოჩენა იმ დასაგმობი საქმეების მიმართ, რომლებიც ცოდვილი მმართველებისგან მომდინარეობს, და იმ ზიანის მიმართ, რომელიც მათგან მოდის, უკეთესია, ვიდრე ის უბედურებები, რომლებიც მათ წინააღმდეგ აჯანყებას მოჰყვება.
- ლოცვას ძალიან დიდი ადგილი უკავია, რადგანაც ის არის ურწმუნოებასა და ისლამს შორის განმასხვავებელი.