Explanation
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს, რომ აღდგომის დღეს სიკვდილი იქნება თეთრ-შავი ფერის ვერძის (ცხვრის) სახით მოყვანილი. შემდეგ მოუხმობენ სიტყვებით: "ო, სამოთხის მცხოვრებლებო!" ისინი წაიწევენ და გაიწვდენენ კისრებს, აწევენ თავებს და დაიწყებენ ყურებას. მათ შეეკითხებიან: იცნობთ ამას? ისინი იტყვიან: "დიახ, ეს არის სიკვდილი, ყველა მათგანმა დაინახა და იცნო ის, შემდეგ მოუხმობს მომხმობი: "ო, ჯოჯოხეთის მკვიდრებო!" და ისინიც წამოწევენ თავიანთ კისრებს, წამოწევენ მხრებს და თავებს და იცქერებიან, ეტყვის: იცნობთ ამას? იტყვიან: დიახ, ეს სიკვდილია, მათ ყველამ ნახეს ის; შემდეგ დაკლავენ სიკვდილს, და მომხმობი იტყვის: " ო, სამოთხის მკვიდრებო, მარადიულობაა თქვენთვის და აღარ იქნება სიკვდილი; და ო, ჯოჯოხეთის მკვიდრებო, მარადიულობაა თქვენთვის და აღარ იქნება სიკვდილი". ეს იქნება ნეტარების მომატება მორწმუნეთათვის და უბედურება და ტანჯვა ურწმუნოთათვის. შემდეგ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წაიკითხავს აიათებს: "და შეაგონე ისინი სინანულის დღით, როცა საქმე გადაწყვეტილი იქნება, მაგრამ ისინი უგულისხმონი არიან და არ სწამთ". განკითხვის დღეს სამოთხის და ჯოჯოხეთის მცხოვრებლები გაიყოფიან, და თითოეული მათგანი სამუდამოდ შევა იქ, რაც იყო მათი საბოლოო დანიშნულება. ცუდი ქმედებების ჩამდენი ინანებს, რომ არ აკეთებდა კეთილ საქმეებს, ხოლო ის, ვისაც კეთილ საქმეებში ჰქონდა ნაკლოვანებები, ინანებს, რომ არ გაამრავლა თავისი კეთილი საქმეები.