სივაქი პირის სისუფთავე და ალლაჰის კმაყოფილების მიზეზია
აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადამოცემულია, რომ მან თქვა: რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «სივაქი პირის სისუფთავე და ალლაჰის კმაყოფილების მიზეზია».
გადმოსცა ალ-ნასაიმ და აჰმადმა
Explanation
მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ არაქის ხის ტოტით (სივაქით) და მსგავსი საშუალებებით კბილების გასუფთავება წმენდს პირს ჭუჭყისა და უსიამოვნო სუნისაგან. და ის (სივაქი) ალლაჰის მონისადმი კმაყოფილების მიზეზთაგანია, რადგან მასშია ალლაჰის მორჩილება და მისი ბრძანების შესრულება, ასევე სისუფთავე, რომელიც უზენაეს ალლაჰს უყვარს.
Hadeeth benefits
სივაქის სიკეთე და მოციქული მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოწოდება მისი ხშირი გამოყენებისკენ.
კბილების გასუფთავებისთვის საუკეთესოა არაქის(სივაქი) ხის ტოტის გამოყენება, ხოლო ჯაგრისი და კბილის პასტა მისი ალტერნატივაა.
Share
Use the QR code to easily share the message of Islam with others