- ლოცვაში ხელების აწევის სიბრძნე იმაში მდგომარეობს, რომ ის ლოცვის მშვენებაა და წმინდა ალლაჰის განდიდების გამოხატულება.
- დადასტურებულია, რომ მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხელები მეოთხე პოზოციაზეც აუწევია, როგორც აბუ ჰუმაიდ ას-სა'იდის გადმოცემაში (აბუ დაუდთან და სხვებთან). ეს ხდებოდა სამ რაქათიან და ოთხ რაქათიან ლოცვებში პირველი თაშაჰჰუდიდან ადგომის დროს.
- ასევე დადასტურებულია, რომ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხელებს ყურების დონემდე სწევდა, მათ შეხების გარეშე, როგორც ეს მაალიქ იბნ ალ-ჰუვაირის სანდო გადმოცემაშია აღწერილი: «რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), როდესაც თაქბირს ამბობდა, ხელებს ისე სწევდა, რომ ისინი ყურების დონეს უტოლდებოდა».
- ათ-თასმიი'ის და ათ-თაჰმიიდის შერწყმა განკუთვნილია მხოლოდ იმამისთვის და მარტო მლოცველისთვის, ხოლო იმამის უკან მლოცველი ამბობს: რაბბანაა ვა ლაქალ ჰამდ.
- რაც შეეხება სიტყვების "ღმერთო ჩვენო, შენ გეკუთვნის ქება!"/რაბბანაა ვა ლაქალ ჰამდ/ წარმოთქმას მოხრის შემდეგ, მოციქულისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სარწმუნო გზით გადმოცემულია ამ ფრაზის ოთხი ვარიაცია. ეს ერთ-ერთი მათგანია, და უმჯობესია, თუ ადამიანი გამოიყენებს ამ ვარიაციებს, ხან ერთს წარმოთქვამს და ხან მეორეს.