ჭეშმარიტად, ადამიანს და შირქსა და ურწმუნოებას შორის გამყოფი ზღვარი არის ლოცვის მიტოვება
ჯააბირისაგან გადმოცემულია (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ჭეშმარიტად, ადამიანს და შირქსა და ურწმუნოებას შორის გამყოფი ზღვარი არის ლოცვის მიტოვება».
გადმოსცა მუსლიმმა
Explanation
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გააფრთხილა სავალდებულო ლოცვის მიტოვების წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ კაცსა და შირქსა და ურწმუნოებას შორის გამყოფი არის ლოცვის მიტოვება. ლოცვა ისლამის მეორე საყრდენია და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ისლამში. ვინც უარყოფს მის ვალდებულებას, ერთსულოვანი თანხმობით ხდება ურწმუნო. ხოლო ვინც სრულიად ტოვებს მას დაუდევრობისა და სიზარმაცის გამო, ის ურწმუნოდ ითვლება, და ამაზე საჰაბების ერთსულოვანი თანხმობა არსებობს. ხოლო ვინც ზოგჯერ ტოვებს და ზოგჯერ ასრულებს ლოცვას, ის ამ მკაცრი მუქარის ქვეშ მოექცევა.
Hadeeth benefits
ლოცვის მნიშვნელობა და მისი მუდმივი შესრულება, რადგან იგი წარმოადგენს გამყოფ ზღვარს ურწმუნოებასა და რწმენას შორის.
ლოცვის მიტოვებისა და მისი უგულებელყოფის მიმართ მკაცრი გაფრთხილება.
Share
Use the QR code to easily share the message of Islam with others