- წახალისება იმაზე, რომ ყურადღება მიექცეს აბდესის სუნნათების და წესების სწავლას და შემდეგ მისით მოქმედებას.
- აბდესის მადლიანობა, რაც ის არის პატარა ცოდვების წაშლის მიზეზი, ხოლო დიდ ცოდვებს აუცილებლად მონანიება სჭირდება.
- ცოდვების გამოსვლის პირობა არის აბდესის სრულფასოვნად და უნაკლოდ შესრულება ყოველგვარი ნაკლის და დარღვევის გარეშე ისე, როგორც შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა ის.
- ამ ჰადისში ცოდვების წაშლა დამოკიდებულია დიდი ცოდვებისგან შორს ყოფნასა და მათ მონანიებაზე, უზენაესი ამბობს: «თუ გაემიჯნებით მძიმე ცოდვებს, რაც გეკრძალებათ, მოგიტევებთ თქვენს ცოდვებს და შეგიყვანთ ღირსეულ შესასვლელში!» [ან-ნისა: 31]