- სავალდებულოა სწრაფად მოწოდება სასურველისკენ და უმეცარისა და უგულისხმოსთვის დარიგება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათმა ქმედებამ, რომელიც რელიგიაში დაგმობილია, შეიძლება მათი თაყვანისცემის მიუღებლობა გამოიწვიოს.
- აუცილებელია აბდესის ორგანოების მთლიანად წყლით დაფარვა, და ვინც ორგანოს რომელიმე ნაწილს - თუნდაც უმნიშვნელოს - დატოვებს დაუბანელს, მისი აბდესი არ იქნება სწორი და ვალდებულია თავიდან გაიმეოროს, თუ შუალედი დიდი დროით გაიწელა.
- აბდესის სრულყოფილად შესრულება შარიათის მიხედვით დადგენილი ქმედებაა, რაც გულისხმობს მის სრულად და საფუძვლიანად შესრულებას ისე, როგორც ეს განსაზღვრულია შარიათით.
- ფეხები აბდესის ორგანოებია და მხოლოდ მათზე ხელის გადასმა საკმარისი არ არის; აუცილებელია მათი დაბანა.
- აუცილებელია აბდესის ორგანოების მიყოლებით დაბანა, ისე რომ თითოეული ორგანო დაიბანოს მანამდე, სანამ წინა ორგანო გაშრება.
- უვიცობა და დავიწყება არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან, არამედ მხოლოდ ცოდვისგან ათავისუფლებს. ეს კაცი, რომელმაც აბდესი სრულყოფილად არ შეასრულა უცოდინრობის გამო, შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არ გაათავისუფლა ვალდებულებისგან, რომელიც აბდესის სრულყოფილი შესრულებაა, არამედ უბრძანა, რომ თავიდან გაემეორებინა.