მოციქული მუჰამედი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყოველი ლოცვის წინ პატარა განბანვას აკეთებდა...
'ამრ იბნ 'აამირი გადმოსცემს ანას იბნ მაალიქისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი): "მოციქული მუჰამედი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყოველი ლოცვის წინ პატარა განბანვას აკეთებდა". მე ვკითხე: „როგორ იქცეოდით თქვენ?“ მან უპასუხა: „ჩვენთვის საკმარისი იყო ერთხელ გაკეთებული პატარა განბანვა, სანამ არ დაგვერღვეოდა მისი მდგომარეობა".
გადმოსცა ალ-ბუხარიმ
Explanation
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყოველი სავალდებულო ლოცვისთვის პატარა განბანვას აკეთებდა, თუნდაც მისი აბდესი არ დარღვეულიყო; ამ ქმედებით ის ჯილდოსა და სიკეთის მოპოვებას ცდილობდა.
მუსლიმს შეუძლია აღასრულოს ერთი აბდესით რამოდენიმე სავალდებულო ლოცვა, სანამ მისი აბდესი არ მოშლილა.
Hadeeth benefits
მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უმეტესი ქმედება იყო ყოველი ლოცვისთვის აბდესის გაკეთება, სრულყოფილების მიღწევის მიზნით.
ყოველი ლოცვისთვის აბდესის აღება სასურველია.
ერთი აბდესით რამდენიმე ლოცვის შესრულება დაშვებულია.
Share
Use the QR code to easily share the message of Islam with others