- შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) სიყვარულის ვალდებულება და ამ სიყვარულის უპირატესობა ნებისმიერი სხვა ქმნილების სიყვარულზე.
- მისი სრულფასოვანი სიყვარულის ნიშნებია: ალლაჰის შუამავალის სუნნას დახმარება, საკუთარი თავის და ქონების ხარჯვა ამ გზაზე.
- შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) სიყვარული გამოიწვევს მის მორჩილებას, მის მიერ მოთხრობილი ამბების დაჯერებას, შორს ყოფნას იმისგან, რაც მან აკრძალა და გაკიცხა, მის მაგალითძე მიყოლას და სიახლეების მიტოვებას.
- შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) უფლება ყველაზე დიდი და მტკიცეა ადამიანთა შორის, რადგან ის არის ჩვენი გზააბნევიდან გამოსვლის და სწორ გზაზე დადგომის მიზეზი, ასევე, ჯოჯოხეთისგან გადარჩენის და სამოთხის მოპოვების გზა.