- აკრძალულია წინასწარმეტყველებისა და კეთილმორწმუნეთა საფლავების სალოცავებად ქცევა, სადაც ალლაჰისთვის ლოცვები აღევლინება, რადგან ეს შირქისკენ მიმავალი გზაა.
- ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიობა მას) განსაკუთრებულ ყურადღებას და მზრუნველობას იჩენდა ერთღმერთიანობის მიმართ და მისი შიში საფლავების გადაჭარბებული პატივისცემისგან იმით იყო გამოწვეული, რომ ეს მრავალღმერთიანობისკენ მიმავალი გზა იყო.
- დაშვებულია ებრაელებისა და ქრისტიანების, ასევე მათნაირად მოქმედთა წყევლა, ვინც საფლავებზე შენობებს აგებს და მათ სალოცავებად აქცევს.
- საფლავებზე შენობების აგება ებრაელებისა და ქრისტიანების ტრადიციას განეკუთვნება, ხოლო ჰადისში მკაცრად აკრძალულია მათზე მიმსგავსება.
- საფლავების სალოცავებად ქცევა მოიცავს მათთან ან მათკენ ლოცვას, თუნდაც უშუალოდ მეჩეთი არ იყოს აშენებული.