- ალლაჰის შარიათის გავრცელების წახალისება და ის, რომ ადამიანმა უნდა გადასცეს ის, რაც დაიმახსოვრა და გაიგო, თუნდაც მცირედი.
- სავალდებულოა შარიათული ცოდნის ძიება, რათა ადამიანს შეეძლოს ალლაჰის თაყვანისცემა და, და მისი რელიგიის სწორი ფორმით მიტანა.
- სავალდებულოა, რომ ყოველი ჰადისის სისწორე აუცილებლად შემოწმდეს მის გავრცელებამდე ან გაზიარებამდე, რათა არ აღმოჩნდეთ მძიმე გაფრთხილების ქვეშ, რომელიც ეხება ცრუ ინფორმაციის გავრცელებას.
- საჭიროა წახალისდეს სიმართლე საუბარში და სიფრთხილის გამოჩენა ნებისმიერ სიტყვაში, რათა არ მოხდეს სიცრუის გავრცელება. განსაკუთრებით ეს ეხება დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰის შარიათთან დაკავშირებულ საკითხებს.