როცა კაცი ხარჯავს ქონებას თავის ოჯახზე, ამასთან ალლაჰის ჯილდოს იმედი აქვს, ეს მას მოწყალებად ჩაეთვლება...
გადმოცემულია აბუ მას'უდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «როცა კაცი ხარჯავს ქონებას თავის ოჯახზე, ამასთან ალლაჰის ჯილდოს იმედი აქვს, ეს მას მოწყალებად ჩაეთვლება».
შეთანხმებული
Explanation
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ თუ კაცი ხარჯავს თავის ქონებას ოჯახზე, ვისზეც ვალდებულება აქვს, რომ იზრუნოს, მაგალითად ცოლზე, მშობელზე, შვილზე და სხვა. და ის ამით უზენაეს ალლაჰთან დაახლოებას ცდილობს, და მისგან მოელის მადლს ისმითვის, რაც გასცა, ის გაცემული მოწყალების მადლს მიიღებს.
Hadeeth benefits
ოჯახისთვის დახარჯული ქონებით მოპოვებული ჯილდო და მადლი.
მორწმუნემ მისი გაკეთებული კარგი საქმით ალლაჰის კმაყოფილება, მისგან ჯილდო და მადლი უნდა ეძიოს.
აუცილებელია სწორი განზრახვა ყოველი ქმედების დროს. ეს ეხება ასევე ოჯახისთვის გაღებულ ხარჯებსაც.
Share
Use the QR code to easily share the message of Islam with others