/ მორწმუნეთა მაგალითი ურთიერთსიყვარულში, მოწყალებაში და თანაგრძნობაში ჰგავს სხეულს: თუ მისი რომელიმე ნაწილი იტანჯება, მთლიანი სხეული უპასუხებს უძილობითა და სიცხით...

მორწმუნეთა მაგალითი ურთიერთსიყვარულში, მოწყალებაში და თანაგრძნობაში ჰგავს სხეულს: თუ მისი რომელიმე ნაწილი იტანჯება, მთლიანი სხეული უპასუხებს უძილობითა და სიცხით...

გადმოცემულია ან-ნუ'მაან იბნ ბაშირისგან, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მაშვიდობა მას) თქვა: «მორწმუნეთა მაგალითი ურთიერთსიყვარულში, მოწყალებაში და თანაგრძნობაში ჰგავს სხეულს: თუ მისი რომელიმე ნაწილი იტანჯება, მთლიანი სხეული უპასუხებს უძილობითა და სიცხით».
შეთანხმებული

Explanation

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ მუსლიმების ურთიერთობა ერთმანეთთან უნდა ეფუძნებოდეს სიკეთის სურვილს, მოწყალებას, დახმარებასა და მხარდაჭერას. მათ უნდა იგრძნონ ტკივილი, თუ ვინმე მათგან ზიანს მიიღებს, როგორც ერთი სხეულის ნაწილები. როდესაც სხეულის რომელიმე ნაწილი დაავადდება, მთელი სხეული რეაგირებს უძილობითა და სიცხით.

Hadeeth benefits

  1. მუსლიმთა უფლებების პატივისცემა უდიდესი მნიშვნელობის მქონეა, და აუცილებელია მათი წახალისება ურთიერთდახმარების, თანადგომისა და კეთილგანწყობისკენ.
  2. მორწმუნეთა შორის უნდა არსებობდეს სიყვარული და ურთიერთმხარდაჭერა.