ჩვენი ღმერთი ყოვლადკეთილი და დიდებული ყოველ ღამე ჩამოდის დედამიწის ცაზე მაშინ, როცა რჩება ღამის მესამედი ნაწილი...
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი გადმოსცემს), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჩვენი ღმერთი ყოვლადკეთილი და დიდებული ყოველ ღამე ჩამოდის დედამიწის ცაზე მაშინ, როცა რჩება ღამის მესამედი ნაწილი და ამბობს: "ვინ შემევედრება, რომ ვუპასუხო მას? ვინ მთხოვს, რომ მივცე მას? ვინ მთხოვს პატიებას, რომ ვაპატიო მას?»
შეთანხმებული
Explanation
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ ყოვლადკეთილი და დიდებული ალლაჰი ჩამოდის ყოველ ღამე პირველ ცაზე მაშინ, როცა დარჩენილია ღამის ბოლო მესამედი ნაწილი, და მოუწოდეს მის მსახურებს, რომ შეევედრონ მას, და ის უპასუხებს მას ვინც შეევედრება, ახალისებს მათ, რომ ითხოვონ ის, რაც მათ სურთ და ის მისცემს რასაც სთხოვენ, და თვითონ არის პასუხისმგებელი, რომ მიუტევებს მათ ცოდვებს, ის არის მიმტევებელი თავისი მორწმუნე მსახურთათვის.
Hadeeth benefits
ღამის ბოლო მესამედი ნაწილის მადლიანობა, ლოცვის, ვედრების და მიტევების თხოვნა მაგ დროს.
მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, როცა მოისმენს ამ ჰადისს, რომ დიდი ყურადღება გამოიჩინოს და გამოიყენოს ის დროები, სადაც ვედრება უფრო მეტად მიღებულია.
Share
Use the QR code to easily share the message of Islam with others