/ ნებისმიერი პიროვნება როცა ჩაიდენს ცოდვას, შემდეგ წამოდგება აიღებს აბდესს და ილოცავს, და შემდეგ სთხოვს შენდობას ალლაჰს, ალლაჰი შეუნდობს მას...

ნებისმიერი პიროვნება როცა ჩაიდენს ცოდვას, შემდეგ წამოდგება აიღებს აბდესს და ილოცავს, და შემდეგ სთხოვს შენდობას ალლაჰს, ალლაჰი შეუნდობს მას...

გადმოცემულია, რომ 'ალიმ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: "მე ვიყავი პიროვნება, როცა გავიგონებდი ალლაჰის შუამავლიდან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვას, ალლაჰი მაძლევდა იმით სარგებელს, რასაც ინებებდა რომ მიმეღო სარგებელი, ხოლო როცა საჰაბებიდან რომელიმე რამეს მომიყვებოდა, მე მას დაფიცებას ვთხოვდი, თუ დამიფიცებდა მე მას ვუჯერებდი. ერთხელ აბუ ბაქარმა მომიყვა - აბუ ბაქარი მართალი კაცი იყო - , მან თქვა: გავიგონე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ნებისმიერი პიროვნება როცა ჩაიდენს ცოდვას, შემდეგ წამოდგება აიღებს აბდესს და ილოცავს, და შემდეგ სთხოვს შენდობას ალლაჰს, ალლაჰი შეუნდობს მას», შემდეგ წაიკითა ეს აიათი: {ხოლო ისინი, რომელთაც ჩაიდინეს სიბილწე(ცოდვა) ან ავნეს საკუთარ თავს, გაიხსენონ ალლაჰი და შესთხოვონ პატიება ცოდვებისათვის} [ალი იმრან: 135].
გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, ალ-ნასაიმ ალ-ქუბრაში, იბნ მააჯამ და აჰმადმა

Explanation

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამცნო, რომ რომელი მსახურიც ჩაიდენს ცოდვას, შემდეგ აბდესს აიღებს, შემდეგ წამოდგება და ილოცავს ორ მუხლ ლოცვას ამ ცოდვის მონანიების განზრახვით, შემდეგ სთხოვს ალლაჰს მიტევებას, ალლაჰი მიუტევებს მას. შემდეგ წაიკითხა მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უზენაესის სიტყვები: «ხოლო ისინი, რომელთაც ჩაიდინეს სიავე ან ავნეს საკუთარ თავს, გაიხსენონ ალლაჰი და შესთხოვონ პატიება ცოდვებისათვის. ხოლო ვინ მიუტევებს ალლაჰის გარდა?! და არ გააგრძელებენ იმას, რაც ჩაიდინეს მაშინ როცა მათ იციან». [ალი იმრან: 135]

Hadeeth benefits

  1. ცოდვების შემდეგ ლოცვისა და მომანიებისკენ წახალისება.
  2. უზენაესი და ყოვლისშემძლე ალლაჰის უდიდესი გულუხვობა გამოიხატება მისი პატიების უნარში. ის იღებს მონების მონანიებას და მოწყალების თხოვნებს.