Explanation
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გადასცემს თავისი უფლისგან, რომ როცა მონა ჩაიდენს ცოდვას და შემდეგ იტყვის: «ო, ალლაჰ, მაპატიე ჩემი ცოდვა!», ყოვლისშემძლე ალლაჰი ამბობს: «ჩემმა მონამ ჩაიდინა ცოდვა, და მან იცის, რომ მას ჰყავს უფალი, რომელიც პატიობს ცოდვებს და სჯის მათ გამო!» და ის ფარავს მონის ცოდვას სხვა ადამიანებისგან და პატიობს მას და ამბობს: «მე უკვე ვაპატიე მას!» შემდეგ მონამ კვლავ ჩაიდინა ცოდვა და თქვა: ღმერთო, მაპატიე ჩემი ცოდვა! ალლაჰმა უპასუხა: «ჩემმა მონამ ჩაიდინა ცოდვა, მაგრამ მან იცის, რო მას ჰყავს უფალი, რომელიც პატიობს ცოდვებს და, სჯის მათ გამო!» და ის ფარავს მათ ადამიანებისგან და პატიობს, და იტყვის: «მე უკვე ვაპატიე ჩემს მონას!» შემდეგ მონამ კვლავ ჩაიდინა ცოდვა და თქვა: «ღმერთო, მაპატიე ჩემი ცოდვა!» ალლაჰმა უპასუხა: «ჩემმა მონამ ჩაიდინა ცოდვა, მაგრამ მან იცის, რო მას ჰყავს უფალი, რომელიც პატიობს ცოდვებს და სჯის მათ გამო!» ფარავს მათ ადამიანებისგან და პატიობს მას, ალლაჰი იტყვის: "მე უკვე ვაპატიე ჩემს მონას! დაე, ის აკეთოს ის, რაც სურს", სანამ ყოველი ცოდვის შემდეგ ის თავს ანებებს, ნანობს და მტკიცედ გადაწყვეტს მასთან არ დაბრუნებას. მაგრამ თუ მისი სული კვლავ აჯობებს და ის კვლავ ჩაიდენს ცოდვას, და სანამ ის ცოდავს და ინანიებს, მე მას ვაპატიებ. ვინაიდან სინანული შლის ყველა წინარე ცოდვას.