- უზენაესი ალლაჰის წყალობის, მიტევებისა და მისი სიკეთის უსაზღვროობა.
- ერთღმერთიანობის სიკეთე და ის, რომ ალლაჰი მიუტევებს მორწმუნეებს მათ ცოდვებს.
- ალლაჰზე თანაზიარის საშიშროება და ის, რომ ალლაჰი არ მიუტევებს მრავალღმერთიანებს.
- იბნ რაჯაბმა თქვა: ამ ჰადისში მოცემულია ის სამი მიზეზი, რომლებიც ცოდვების მიტევებას უზრუნველყოფს: 1. ალლაჰზე მოხმობა მისი წყალობის იმედით 2. მონანიება და თხოვნა მიტევებისთვის 3. ერთთმერთიანობის მდგომარეობაში სიკვდილი.
- ამ ჰადისს, რასაც მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გადმოსცემს ღმერთისგან ეწოდება წმინდა ან ღვთაებრივი ჰადისი (ალ-ჰადიის ალ-ყუდსი). ეს იმას ნიშნავს, რომ მისი სიტყვებიც და მნიშვნელობაც ალლაჰისგანაა, თუმცა მასში არ არის ყურანისეული თვისებები, რომლითაც მხოლოდ ყურანია გამორჩეული სხვებისგან, როგორიცაა თაყვანისცემა მისი კითხვით, მისი წაკითხვისთვის სისუფთავის აუცილებლობა, მისი განუმეორებულობა, სასწაულები და სხვა.
- ცოდვები სამ სახეობად იყოფა: 1. ალლაჰზე თანაზიარის დადგენა (შირქი): ეს ალლაჰის მიერ არ მიეტევება. დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰი ამბობს: {ვინც ალლაჰს თანაზიარს დაუდგენს, ალლაჰმა აუკრძალა მისთვის სამოთხე}. 2. ადამიანის მიერ საკუთარი თავისადმი ჩადენილი უსამართლობა ალლაჰის წინაშე, ცოდვებისა და ურჩობის სახით: დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰი, აპატიებს და დაუფარავს, თუ მოისურვებს. 3. ცოდვები, რომლებსაც ალლაჰი არავის დაუფარავს: ესაა ადამიანებს შორის ჩადენილი უსამართლობა და ზიანი. ამისთვის აუცილებლად მოითხოვება სამართლიანობის აღდგენა.