- წარმოთქმა, რომ "არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა", და უარყოფა იმ ყველაფრის, რასაც ალლაჰის გარდა ეთაყვანებიან - ისლამში შესვლის პირობაა.
- (ლაა ილააჰა ილლაა ალლააჰ:)"არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა" - ამის მნიშვნელობაა: უარყოფა იმ ყველაფრის, რასაც ეთაყვანებიან, გარდა ალლაჰისა: კერპი, საფლავი თუ სხვა რამ. და უზენაესზე ერთღმერთიანად თაყვანისცემა.
- ვინც წარმოთქვა ერთღმერთიანობის დამადასტურებელი სიტყვები და მის კანონებს ემორჩილება ღიად (აშკარად), აუცილებელია მისი სისხლის და ქონებსი დაცვა, სანამ აშკარად არ გამოჩნდება მისგან შარიათის საწინააღმდეგო რამ.
- მუსლიმის ქონება, სიცოცხლე და სინდისი ხელშეუხებელია, გარდა შარიათით დადგენილი უფლებისა.
- ამქვეყნად მისი მდგომარეობა გარე შეხედულებებით ფასდება, ხოლო იმქვეყნად კი განზრახვებით.