- ალლაჰის უფლება, რომელიც მან თავის მსახურებს დააკისრა, ის არის, რომ ეთაყვანონ მას და არ დაუდგინონ არავინ მას თანაზიარად.
- მსახურთა უფლება უზენაესი ალლაჰის წინაშე, რომელიც ალლაჰმა თავის თავზე მისგან სიკეთითა და წყალობით იკისრა არის ის, რომ შეიყვანს მათ სამოთხეში და არ დასჯის.
- ამაში მოცემულია უდიდესი სასიხარულო ცნობები ერთღმერთიანთათვის, რომლებიც ალლაჰის ერთიანობას აღიარებენ და არ უთანაზიარებენ მას არავის, რომ მათი საბოლოო დანიშნულება სამოთხეში შესვლაა.
- მუ'აზმა ეს ჰადისი სიკვდილის წინ მოუყვა ხალხს. იმის შიშით, რომ ცოდნის დამალვისთვის ცოდვაში არ ჩავარდნილიყო.
- გაფრთხილება, რომ ზოგიერთი ჰადისი ზოგიერთ ადამიანებში არ გავრცელდეს, იმის შიშით, რომ მათ შეიძლება ვერ გაიგონ მისი შინაარსი. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ საკითხებს, რომლებიც არ უკავშირდება უშუალო მოქმედებას ან შარიათის კანონების საზღვრებიდან რომელიმე საზღვრის დარღვევას.
- ცოდვილი ერთღმერთიანები, არიან ალლაჰის ნება-სურვილის ქვეშ : თუ ინებებს დასჯის მათ, ხოლო თუ ინებებს აპატიებს, შემდეგ მათი ბედი არის სამოთხეში.