/ რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა ყოველ საღამოს თავის საწოლში წვებოდა, მიადებდა ხელისგულებს ერთმანეთზე, შემდეგ დაანერწყვებდა მათში და კითხულობდა: სურა ალ-იხლას, სურა ალ-ფალაყს და სურა ან-ნას...

რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა ყოველ საღამოს თავის საწოლში წვებოდა, მიადებდა ხელისგულებს ერთმანეთზე, შემდეგ დაანერწყვებდა მათში და კითხულობდა: სურა ალ-იხლას, სურა ალ-ფალაყს და სურა ან-ნას...

გადმოცემულია აიშასაგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა ყოველ საღამოს თავის საწოლში წვებოდა, მიადებდა ხელისგულებს ერთმანეთზე, შემდეგ დაანერწყვებდა მათში და კითხულობდა: სურა ალ-იხლას, სურა ალ-ფალაყს და სურა ან-ნას. შემდეგ გადაისმევდა ხელებს მას მთელ სხეულზე, რამდენადაც შეეძლო, დაწყებული თავიდან, სახიდან და სხეულის წინა ნაწილიდან. ამას აკეთებდა სამჯერ.
გადმოსცა ალ-ბუხარიმ

Explanation

მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჩვეულებიდან იყო, როცა ძილისთვის საწოლში წვებოდა, აერთებდა ხელისგულებს, როგორც ეს ხდება ვედრების დროს, ჩაბერავდა მათში ცოტა ნერწყვთან ერთად და კითხულობდა სამ სურას:(სურა ალ-იხლას), (სურა ალ-ფალაყს) და (სურა ან-ნაას). შემდეგ ხელის გულებით მოისმევდა სხეულის ნაწილებს, რამდენადაც შეეძლო, დაწყებული თავიდან, სახიდან და სხეულის წინა ნაწილიდან. ამას იმეორებდა სამჯერ.

Hadeeth benefits

  1. სასურველია სურა "ალ-იხლასის" და ორი დამცველი სურას "ალ-ფალაყის" და "ან-ნასის" წაკითხვა ძილის წინ, მათი ჩანერწყვებით (სულის შებერვით ხელებზე) და შემდეგ ხელის გულების სხეულის ნაწილებზე წასმით, რამდენადაც შესაძლებელი იქნება.