Explanation
უმარ იბნ ალ-ხატტაბი (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მასით) გადმოსცემს, რომ ჯაბრაილი (მშვიდობა მას) მოევლინა საჰაბებს (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მათით) უცნობი მამაკაცის სახით. მას ეცვა თოვლივით თეთრი სამოსი და მისი თმა იყო მუქი შავი. მას არ ჰქონდა მოგზაურობის ნიშნები, როგორიცაა დაღლილობა, მტვერი, არეული თმა ან ჭუჭყიანი ტანსაცმელი, და არც ერთმა იქ მყოფმა, რომლებიც ისხდნენ მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას ), არ იცნო იგი. ჯაბრაილი დაჯდა მოციქულის წინ ისე, როგორც ჩვეულებრივ ზის ხოლმე მოსწავლე, და ჰკითხა მას ისლამის შესახებ. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა, რომ ისლამი მოიცავს ხუთ ბოძს: ორ მოწმობას (შაჰადა), ხუთგზის ლოცვის შესრულებას, ზაქათის (სავალდებულო მოწყალების) გადახდას იმათთვის, ვისაც ეკუთვნის, რამადანის თვეში მარხვას და ჰაჯის (მექაში პილიგრიმობის) შესრულებას მათთვის, ვისაც ამის ძალა შესწევს.
მკითხველმა თქვა: "შენ თქვი სიმართლე", საჰაბები (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) გაოცებულები იყვნენ მისი შეკითხვით, რადგანაც თითქოს მან არ იცოდა მასზე პასუხი, მაგრამ პასუხებზე თანხმობა განაცხადა(ამაზეც გაოცდნენ).
შემდეგ ჯაბრაილმა ჰკითხა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იმანის (რწმენის) შესახებ, და მოციქულმა უპასუხა, რომ რწმენა ეფუძნება ექვს რამეს: რწმენა უზენაესი ალლაჰის არსებობისა და ერთადერთობის მიმართ, რწმენა, რომ ალლაჰი ერთია თავის საქმეებში, როგორიცაა შექმნა, და მხოლოდ ის იმსახურებს თაყვანისცემას, რწმენა პატივცემულ ანგელოზებში, რომლებიც ალლაჰმა შუქისგან შექმნა და რომლებიც არ გადაუხვევენ მის ბრძანებებს,
რწმენა წიგნების, რომლებიც ალლაჰმა გაუგზავნა თავის წინასწარმეტყველებს, მათ შორის რწმენა ალლაჰის მოციქულებში, რომლებიც ავრცელებდნენ მის რელიგიას, მაგალითად, ნუჰი (ნოე), იბრაჰიმი, მუსა, ისა და უკანასკნელი მათგანი — მუჰამედი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), სხვა წინასწარმეტყველები და განკითხვის დღის რწმენა, რაც მოიცავს ყველაფერს, იმას რაც სიკვდილის შემდეგ ხდება: მდგომარეობას საფლავში, ბარზახის რწმენა (შუალედურ მდგომარეობაში სიკვდილსა და აღდგომას შორის), აღდგომას, სასამართლოს, რის შემდეგაც ადამიანი აღსდგება და წარსდგება სასამართლოს წინაშე, რწმენა ბედისწერის მიმართ, რაც გულისხმობს რწმენას, რომ ალლაჰმა წინასწარ განსაზღვრა ყველაფერი თავისი ცოდნით, სიბრძნით, ბრძანებით და ნებით, და ყველაფერი ხდება ისე, როგორც მან წინასწარ განსაზღვრა და შექმნა. შემდეგ ჯაბრაილმა ჰკითხა მას გულწრფელობის შესახებ. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა, რომ გულწრფელობა ნიშნავს ალლაჰზე თაყვანისცემას ისე, თითქოს ხედავ მას. თუ ადამიანი ვერ აღწევს ამ დონეს, მაშინ მან უნდა სცეს თაყვანი ალლაჰს, გაცნობიერებით, რომ ალლაჰი ხედავს მას. პირველი დონე არის «ხილვის» დონე, რაც უფრო მაღალია, ხოლო მეორე დონე არის «დაკვირვების» დონე.
შემდეგ შეეკითხა საათის შესახებ (განკითხვის დღე), და მოციქულმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) განმარტა, რომ მის შესახებ არავის არ გააჩნია ცოდნა, არც მკითხველს და არც მოპასუხეს.
შემდეგ ჯაბრაილმა ჰკითხა მას განსჯის დღის ნიშნების შესახებ. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ განსჯის დღის ნიშნებს შორისაა: მონების და მათი შვილების ზრდა ან ბავშვების უგულებელყოფა და ურჩობა დედების მიმართ, ისე რომ ისინი მათ მონებივით მოეპყრობიან; და ასევე იქნება ბოლო დროს მწყემსებისა და ღარიბების მატერიალური სიმდიდრის ზრდა, როცა ისინი ერთმანეთს შეეჯიბრებიან შენობების მოჩუქურთმებაში და ამაღლებაში.
შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აცნობა, რომ ის, ვინც შეკითხვებს სვამდა, იყო ჯიბრაილი, რომელიც მოვიდა იმისთვის, რათა ესწავლებინა მათთვის ეს ჭეშმარიტი რელიგია.