- სიმართლე არის ღირსეული ზნეობრივი თვისება, რომლის შეძენაც შესაძლებელია მონდომებისა და ძალისხმევის შედეგად. თუ ადამიანი მუდმივად დაიცავს სიმართლეს და ისწრაფვის მისკენ, საბოლოოდ ეს თვისება მისი მეორე ბუნება გახდება. ამის შედეგად, ის ჩაიწერება ალლაჰთან როგორც ყველაზე მართალი და კეთილმოსურნე მორწმუნე.
- სიცრუე უხამსი თვისებაა, რომელსაც ადამიანი იძენს მისი ხანგრძლივი პრაქტიკითა და სიცრუის მიმართ გამუდმებული მიდრეკილებით, სიტყვითა და მოქმედებით. საბოლოოდ, სიცრუე ხდება მისი ხასიათისა და ბუნების ნაწილი. ასეთი ადამიანი უზენაეს ალლაჰთან ჩაიწერება, როგორც მატყუარა.
- სიმართლე გულისხმობს როგორც ენის სიმართლეს, რომელიც ტყუილის საპირისპიროა, ასევე განზრახვებში სიმართლეს, ანუ გულწრფელობას. იგი მოიცავს სიმართლეს კეთილი განზრახვის განხორციელებისას, სიმართლეს მოქმედებებში, რომლის ყველაზე დაბალი დონე არის ის, რომ ადამიანის გულში არსებული შეესაბამებოდეს მის ქცევასა და მოქმედებებს, და სიმართლეს მდგომარეობებში, მაგალითად, სიმართლეს შიშში, იმედში და სხვა მსგავსში. ვისაც ეს ყველაფერი აქვს, ის არის ყველაზე მართალი(აღმატებითი ფორმა), ხოლო ვისაც ამ თვისებებიდან მხოლოდ ნაწილი აქვს, ის არის მართალი.