- მოწოდება ერთმანეთის დახმარებისკენ, მხარდაჭერისკენ და უმწეოთა საჭიროებების მოგვარებისკენ.
- ღვთისმსახურება ყველა კარგ საქმეს მოიცავს, ქვრივზე და გაჯირვებულებზე დახმარებაც ღვთისმსახურებაა.
- იბნ ჰუბაირამ თქვა: ეს ჰადისი გულისხმობს იმას , რომ უზენაესი ალლაჰი მას მარხულის, მლოცველის და მუჯაჰიდის მადლს ერთიანად მისცემს; რადგან ქვრივს ეხმარება მისი გარდაცვლილი ქმრის ნაცვლად..., ეხმარება უპოვარს, რომელსაც არ შეუძლია საკუთარ თავზე ზრუნვა. ის ხარჯავს თავის ძალებს მათზე და დიდსულოვნად უყოფს მათ სიკეთეს. ამგვარად, მისი ჯილდო გაუთანაბრდა ჯილდოს მარხვისთვის, ღამის ლოცვისთვის და ჯიჰადისთვის.