/ მორწმუნე არ არის შეურაცხმყოფელი, არც მაწყევარი, არც უხამსობის ჩამდენი და არც უზრდელი

მორწმუნე არ არის შეურაცხმყოფელი, არც მაწყევარი, არც უხამსობის ჩამდენი და არც უზრდელი

აბდულლაჰ იბნ მას'უდისგან გადმოცემულია, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «მორწმუნე არ არის შეურაცხმყოფელი, არც მაწყევარი, არც უხამსობის ჩამდენი და არც უზრდელი».
გადმოსცა ალ-თირმიზიმ

Explanation

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ სრულყოფილ მორწმუნეს არ შეეფერება კაცთა წარმომავლობის გაკიცხვა, გაუთავებელი ლანძღვა-გინება და წყევლა, ან უზნეო საქციელი თუ სიტყვა, რომელშიც არ არის სირცხვილი.

Hadeeth benefits

  1. შარიათის ტექსტებში რწმენის (იმანის) უარყოფა ხდება მხოლოდ აკრძალული ქმედების ჩადენის ან სავალდებულო ვალდებულების მიტოვების შემთხვევაში.
  2. მოწოდება სხეულის ორგანოების დაცვისკენ ბილწი ქმედებებისგან, განსაკუთრებით ენის.
  3. თქვა ას-სინდიმ: "გადაჭარბების ფორმები მიუთითებს, რომ იშვიათი შემთხვევები, როცა ვინმეს მიმართ ტუქსვა და წყევლა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ის ამას მართლა იმსახურებს, ადამიანს არ უშლის ხელს, კვლავ შეინარჩუნოს მორწმუნეთათვის დამახასიათებელი ნიშნები".