- თაყვანისცემა უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რაც დადგენილია ყურანსა და სუნნაში. ჩვენ ვუწევთ თაყვანისცემას ყოვლისშემძლე ალლაჰს მხოლოდ იმ ფორმით, რომელიც მან დააკანონა, და ვერიდებით ნებისმიერ სიახლესა და გამოგონილ რიტუალს.
- რელიგია არ ეფუძნება პირად შეხედულებებსა და უპირატესობებს, არამედ ის არის ალლაჰის შუამავალის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გზაზე მიყოლას.
- ეს ჰადისი არის რელიგიის სრულყოფილების არგუმენტი.
- ბიდ'ათი არის ყველაფერი, რაც გამოგონილ იქნა რელიგიაში, რომელიც არ იყო შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და მისი საჰაბების პერიოდში, ეს იქნება მრწამსში, სიტყვებში, თუ ქმედებებში.
- ეს ჰადისი არის ფუძე ისლამის ფუძეებიდან, ის არის ქმედებებისთვის როგორც სასწორი, როგორც ყველა საქმე რომელიც ალლაჰის კმაყოფილებისთვის არ სრულდება, და მის ჩამდენს არავითარი მადლი არ ექნება, ასევე ყველა საქმე რომელიც არ იქნება იმის მიხედვით, რითიც მოვიდა ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), ეს საქმე იქნება მიბრუნებული თავის ჩამდენთან (არ იქნება მიღებული ალლაჰის წინაშე).
- აკრძალული სიახლეები არის ის, რაც დაკავშირებულია რელიგიურ საკითხებთან და არა ამქვეყნიურ საქმეებთან.