Explanation
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ ალლაჰი კეთილია, წმინდა და განშორებულია ყოველგვარი ნაკლისა და ხარვეზისგან. ის იღებს მხოლოდ კეთილს საქმეებიდან, სიტყვებიდან და რწმენებიდან, კერძოდ, იმას, რაც გულწრფელად ალლაჰისთვის არის მიძღვნილი და მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სწორ გზას შეესაბამება. ალლაჰთან დაახლოება სხვაგვარად არ უნდა მოხდეს. ერთ-ერთი უდიდესი ფაქტორი, რაც მორწმუნისთვის საქმეს კეთილს ხდის, არის მისი სუფთა და ნებადართული საკვები წყარო. მხოლოდ მაშინ ხდება მისი საქმე მართალი. ამიტომ, ალლაჰმა მორწმუნეებს ის უბრძანა, რაც მოციქულებს: სუფთა და ნებადართული საკვების მიღება და მართალი საქმეების შესრულება. ალლაჰი ამბობს: „მოციქულებო! ჭამეთ კეთილთაგან და აკეთეთ მართალი საქმეები, ნამდვილად, მე ვიცი ის, რასაც აკეთებთ“. ასევე თქვა: „ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ჭამეთ იმ სიკეთიდან, რაც მოგანიჭეთ“.
შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოსვა და მშვიდობა მას) გააფრთხილა ჰარამის (აკრძალულის) მოხმარებისგან, რომელიც აფუჭებს საქმეებს და ხელს უშლის მათ მიღებას, რამდენადაც არ უნდა ეცადოს ადამიანი იმ ხილული მიზეზების დაცვას, რომლებიც მათ მიღებას უწყობენ ხელს, როგორიცაა:
პირველი: ხანგრძლივი მოგზაურობა ღვთისთვის სათნოების საქმის შესასრულებლად, როგორიცაა ჰაჯობა, ჯიჰადი, ნათესაური კავშირების შენარჩუნება და სხვა.
მეორე: გაჩეჩილი თმები, რომლებიც არ ივარცხნება, და თმისა და სამოსის მტვერისგან შეცვლილი ფერი, მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი რთულ მდგომარეობაში იმყოფება.
მესამე: ხელების ცისკენ აღპყრობა ალლაჰისადმი ვედრებით(დუა).
მეოთხე: მიმართავს ალლაჰს, თხოვნით მიმართავს მას მისი სახელებით და დაჟინებით იმეორებს: „ო, უფალო, ო, უფალო!
და მიუხედავად იმ მიზეზებისა, რაც ვედრების მიღებას უწყობს ხელს, ის არ იქნება შეწყალებული, რადგან მისი საკვები, სასმელი და სამოსი აკრძალულია (ჰარამი), და იგი აღზრდილია აკრძალულზე. როგორ შეიძლება ვედრებას უპასუხონ იმ ადამიანს, ვისაც ასეთი თვისება აქვს? როგორ შეიძლება მას პასუხი გაეცეს?